logo
ENG



კობახიძე ამომრჩეველს აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის "გადატვირთვას" ჰპირდება

07 ოქტ 202421:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/07/etjywza6xc71l2r.png

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამომრჩეველს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან ურთიერთობის "გადატვირთვას" ჰპირდება.

კობახიძემ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე საგარეო კურსზე ისაუბრა და ირწმუნებოდა, რომ მმართველი პარტიის "უმნიშვნელოვანესი ამოცანა აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაა".

კობახიძის მტკიცებითვე, ოცნების მხრიდან "ყველა ნაბიჯი იდგმება" ურთიერთობების გადატვირთვისთვის.

"რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ, ბუნებრივია, არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რაც გვაქვს დღეს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის მიმართულებით"- თქვა კობახიძემ. 


close დახურვა